ღრუბელის მომხმარებლის შეთანხმება
წინამდებარე წესები და პირობები (წინამდებარე „პირობები“) წარმოადგენს მოქმედ ხელშეკრულებას თქვენსა და Huawei Software Technologies Co. Ltd.-ს და მის შვილობილ კომპანიებს („Huawei“) შორის. ამ შეთანხმებაში მითითებულია თქვენი კანონიერი უფლებები და პასუხისმგებლობები თქვენ მიერ Huawei ID სერვისების (ამ „სერვისის“) გამოყენებასთან დაკავშირებით. „თქვენ“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც იყენებს ამ სერვისს და/ან წვდომას იღებს მასზე.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ქვემოთ მოყვანილი პირობები. ღილაკის „ვეთანხმები“ არჩევით თქვენ აღიარებთ, რომ წაიკითხეთ და ეთანხმებით წინამდებარე პირობებს. თუ ამ პირობებს მთლიანად ან ნაწილობრივ არ ეთანხმებით, არ უნდა გამოიყენოთ ეს სერვისი.
თქვენ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ გაქვთ საკმარისი კანონიერი უფლებები ან ნებართვა ამ შეთანხმების ხელმოსაწერად და შესასრულებლად და რომ თქვენ მიერ ამ შეთანხმების ხელმოწერა და შესრულება არ ეწინააღმდეგება სხვა შეთანხმებას ან დებულებებს, რომელთა შესრულების ვალდებულება გაქვთ. თქვენ, ასევე, გარანტიას იძლევით, რომ წინამდებარე შეთანხმებას სრული იურიდიული ძალა აქვს თქვენს მიმართ და მისი შესრულება შესაძლებელია საჭიროებისამებრ.
1) მოთხოვნები ასაკის მიმართ
თუ თქვენ არასრულწლოვანი ხართ, უნდა წაიკითხოთ წინამდებარე შეთანხმება მშობლებთან ან კანონიერ მეურვეებთან ერთად, რათა გაეცნონ წინამდებარე შეთანხმების შინაარსს, სანამ გამოიყენებთ ამ სერვისს. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ და ნუ გამოიყენებთ ამ სერვისს მშობლ(ებ)ის ან კანონიერი მეურვ(ეებ)ის ნებართვის მიუღებლად. გარდა ამისა, იგულისხმება, რომ მშობლები ან კანონიერი მეურვეები თვალს ადევნებენ და გააკონტროლებენ ბავშვებს მათ მიერ ინტერნეტის, მობილური ტელეფონებისა და სხვა მოწყობილობების გამოყენების დროს.
2) მოთხოვნები მოწყობილობის მიმართ
ამ სერვისის გამოსაყენებლად საჭიროა გქონდეთ ერთი ან რამდენიმე თავსებადი მოწყობილობა, უსადენო მობილური მონაცემების სერვისები, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და კავშირი ინტერნეტთან, რომელსაც უზრუნველყოფს მოქმედი ქსელის სერვისის პროვაიდერი (ინტერნეტზე დაფუძნებული სერვისების გამოსაყენებლად საჭიროა მაღალგამტარიანი კავშირი). Huawei და ეს სერვისი არ უზრუნველყოფს თქვენთვის ზემოთ ჩამოთვლილ მოწყობილობებს, სერვისებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. ზემოთ ჩამოთვლილი მოწყობილობების, სერვისების და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებამდე საჭიროა მიიღოთ ან შეიძინოთ ეს მოწყობილობები, სერვისები და პროგრამული უზრუნველყოფა და დაეთანხმოთ ამ მოწყობილობების, სერვისების და პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერების შეთანხმებებს. შედეგად, შესაძლოა, დაგერიცხოთ შესაბამისი ხარჯები. თქვენ მიერ ამ სერვისის გამოყენებაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა აპარატურული, პროგრამული უზრუნველყოფა და კავშირი ინტერნეტთან. გირჩევთ, გამოიყენოთ მაღალსიჩქარიანი მაღალგამტარიანი კავშირი ინტერნეტთან.
Huawei ID შეგიძლიათ გამოიყენოთ Huawei სერვისებზე წვდომის მისაღებად, როგორიცაა HUAWEI Cloud, AppGallery, Vmall, Huawei Club, HUAWEI GameCenter (ჩამოტვირთული თამაშების ჩათვლით), HiCare, HUAWEI Wallet, Huawei Pay, გალერეა, HUAWEI თემები, HUAWEI მუსიკა, HUAWEI ვიდეოები, Huawei Wear, დარეზერვება, ფაილები, Huawei ჯანმრთელობა, HiLives, დისტანციური დახმარება, HiVoice, HUAWEI Drive, კონტაქტები, Huawei Swype, მიმოწერა, SkyTone, მდებარეობის გაზიარება, სტუდენტის რეჟიმი, ალბომი, HiBoard, კალენდარი, ბლოკნოტი და Huawei Reader. სერვისები შეიძლება განსხვავდებოდეს მოწყობილობის მოდელის და/ან ქვეყნის მიხედვით. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ იხილეთ Huawei მოწყობილობის სახელმძღვანელოში.
ეს სერვისი მოიცავს მყისიერი მიმოწერის სერვისებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ფუნქცია მომხმარებლებისთვის ტექსტის, სიცილაკების, გამოსახულებების, აუდიოს, ვიდეოს და ბმულების გასაგზავნად.
თქვენ მიერ სერვისის გამოყენებისას Huawei ID მოითხოვს წვდომას თქვენს მეხსიერებაზე, ტელეფონზე, SMS-ებზე, მიკროფონზე, მდებარეობაზე, კონტაქტებსა და კამერაზე. თუ თქვენს მოწყობილობაში გამოყენებულია EMUI 4.0/MagicUI 2.0 ან უფრო ახალი ვერსია, შეგიძლიათ გამორთოთ Huawei ID-ის წვდომა ზემოთ აღნიშნულ ფუნქციებზე შემდეგი მენიუდან: პარამეტრები > აპები და შეტყობინებები > აპები > Huawei ID > ნებართვები.
Huawei ID-ისთან დაკავშირებული სერვისის ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, Huawei ID-მ შეიძლება გამოგიგზავნოთ სისტემის შეტყობინებები. შეგიძლიათ გამორთოთ შეტყობინებები ან ჩართოთ რეჟიმი „არ შემაწუხოთ“ შემდეგ მენიუში: პარამეტრები > Huawei ID > მეგობრები > სისტემის შეტყობინებები.
მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის დაცვაზე. გარდა ამისა, თქვენ პასუხს აგებთ ყველა მოქმედებაზე, რომელიც შესრულდება თქვენს ანგარიშზე, თუ Huawei არ მიიღებს წინასწარ გაფრთხილებას თქვენი ანგარიშის გატეხვის შესახებ. საჭიროა დაუყოვნებლივ აცნობოთ Huawei-ს თქვენს ანგარიშზე არსებული ნებისმიერი აქტივობის შესახებ, რომელიც თქვენს კონტროლს სცილდება ან არღვევს წინამდებარე შეთანხმებას, შესაბამისი წერილის გამოგზავნით მისამართზე: huaweiid@huawei.com.
Huawei მიიღებს შესაბამის ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად. თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული კანონით, Huawei არ გაამხელს და არ გაამჟღავნებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს თქვენი თანხმობის გარეშე. გარდა ამისა, შენახვამდე ან გადაცემამდე თქვენი მონაცემები დაიშიფრება უახლესი ტექნოლოგიით.
Huawei ID-ის რეგისტრაციისას ან ამ სერვისის გამოყენების დროს მოგეთხოვებათ გარკვეული ინფორმაციის წარდგენა. ეს ინფორმაცია მოიცავს მათ შორის შემდეგს:
ა. თქვენი ტელეფონის ნომერი ან ელფოსტის მისამართი ანგარიშის რეგისტრაციისთვის ან თქვენი იდენტობის შესამოწმებლად.
ბ. თქვენი მდებარეობის ინფორმაციაზე წვდომის ნებართვა, „ახლა ჩემს მახლობლად“ ფუნქციის გამოსაყენებლად;
გ. თქვენს კონტაქტებზე წვდომის ნებართვა, მეგობრების რეკომენდაციების ფუნქციის გამოსაყენებლად. Huawei ID-ის მომხმარებლები შეძლებენ თქვენს მოძებნას თქვენი ტელეფონის ნომრით ან ელფოსტის მისამართით და თქვენი საჯარო ინფორმაციის, მათ შორის პროფილის სურათის, მეტსახელის და ქალაქის ნახვას. შეგიძლიათ გამორთოთ ეს ფუნქცია Huawei ID-ის პარამეტრებში. ადგილობრივი ნორმების და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შეიძლება მოგეთხოვოთ პერსონალური ინფორმაციის წარდგენა თქვენი იდენტობის შემოწმების მიზნით. არასრული ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, შესაძლოა, ვერ შეძლოთ ამ სერვისის გამოყენება, ან შეიძლება მასზე წვდომა შეგიზღუდოთ.
მომხმარებლის კმაყოფილების დონის გაზრდის მიზნით, Huawei შემოგთავაზებთ დიფერენციალურ სერვისებს, ანგარიშის რეგისტრაციის დროს თქვენ მიერ მითითებული ტელეფონის ნომრისა და ელფოსტის მისამართის საფუძველზე. მაგალითად, თუ დაუკავშირდებით Huawei-ს კლიენტთა მომსახურების სამსახურს ტელეფონით ან ელფოსტით, ან მიიღებთ სერვისს Huawei-ს მაღაზიაში, Huawei მოახდენს თქვენი რეგისტრირებული ანგარიშის იდენტიფიცირებას თქვენი ტელეფონის ნომრით ან ელფოსტით, ასევე, თქვენს ანგარიშზე ნებადართული სერვისების შესახებ და Vmall-ში შენაძენებისა და თქვენს ანგარიშზე სერვისის ჩანაწერების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, თქვენთვის პერსონალიზებული სერვისის უზრუნველყოფის მიზნით.
შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნახოთ და შეცვალოთ თქვენი ინფორმაცია. თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, შეუძლებელია იმ ინფორმაციის შეცვლა, რომელსაც წარადგენთ თქვენი იდენტობის შესამოწმებლად ანგარიშის რეგისტრაციის დროს.
Huawei იყენებს უსაფრთხოების ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფის ფართო ასორტიმენტს თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომის და ამ ინფორმაციის არაავტორიზებული გამოყენების ან გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად.
Huawei არ გაუმჟღავნებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას სხვა კომპანიებს, ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე, თუ ასეთი გამჟღავნება არ მოითხოვება ადგილობრივი კანონებითა და ნორმებით.
Huawei ყველა ზომას იღებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს უმაღლესი ხარისხის, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები. თუმცა, Huawei ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ Huawei ID სერვისები მთლიანად ან ნაწილობრივ ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება ან რომ მისი სერვისები არ შეიცავს შეცდომებს. იმის გამო, რომ ზოგიერთ ქვეყანაში და რეგიონში არ არსებობს ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ამ სერვისის უზრუნველსაყოფად, ეს სერვისი შეიძლება მიუწვდომელი იყოს ზოგიერთ ქვეყანაში და რეგიონში. მაგალითად, წინასწარმა/საცდელმა ვერსიებმა შეიძლება სწორად ვერ იმუშაოს. ასეთი გარემოებების გამო სერვისების მიუწოდებლობა არ ნიშნავს ხელშეკრულების დარღვევას Huawei-ს მიერ.
Huawei უფლებას იტოვებს, შეცვალოს, წაშალოს, შეზღუდოს, აკრძალოს წვდომა ან შეწყვიტოს ამ სერვისის მიწოდება, მთლიანად ან ნაწილობრივ, საკუთარი გონიერი გადაწყვეტილებით და წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
ამ სერვისის გამოყენებისას თქვენ საკუთარ თავზე იღებთ გარკვეულ რისკებს, რომლებიც Huawei-ს კონტროლს სცილდება. ასეთი რისკები მოიცავს, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, შემდეგს: პერსონალური ინფორმაციის დაკარგვა ან გამჟღავნება ფორს-მაჟორის გამო; რისკები, რომლებიც დაკავშირებულია მესამე მხარის ვებსაიტებზე და შიგთავსზე წვდომასთან QR კოდის სკანირების ან ბმულზე გადასვლის გზით; რისკები და პასუხისმგებლობა, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული შიგთავსის გადაგზავნასთან, გაზიარებასთან ან გადაცემასთან; Huawei ID სერვისების მიუწვდომლობა, შეტყობინებების გაგზავნის/მიღების დაყოვნება და შეტყობინებების სინქრონიზაციის შეუძლებლობა სუსტი Wi-Fi სიგნალის ან დაბალი გამტარუნარიანობის მქონე კავშირი გამო.
Huawei ვერ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ ამ სერვისის გამოყენებით შენახული ან მიღებული ინფორმაცია არ დაზიანდება, არ დაიკარგება, არ იქნება მიუწვდომელი და არ წაიშლება. თქვენ ადასტურებთ, რომ ვალდებული ხართ, მთლიანად ან ნაწილობრივ დაარეზერვოთ თქვენს ანგარიშზე შენახული ინფორმაცია. თქვენ ასევე ადასტურებთ, რომ, თუ ამ სერვისის გამოსაყენებლად ორ სხვადასხვა მოწყობილობას იყენებთ, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ატვირთავთ ან ჩამოტვირთავთ, შეიძლება მიუწვდომელი იყოს.
ამ სერვისის ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს გეოგრაფიული მდებარეობის ინფორმაციის საფუძველზე. Huawei-ს და მის პარტნიორებს შეუძლიათ, შეაგროვონ, გამოიყენონ, გადასცენ, დაამუშაონ, შეინახონ და გააზიარონ თქვენი გეოგრაფიული მდებარეობის ინფორმაცია იმ მაქსიმალური მასშტაბით, რომელიც დაშვებულია Huawei-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკით. მესამე მხარის ზოგიერთმა სერვისმა ან ვებსაიტმა შეიძლება, ასევე, მოითხოვოს თქვენი გეოგრაფიული მდებარეობის ინფორმაცია. Huawei გირჩევთ, ყურადღებით წაიკითხოთ მესამე მხარის ყველა წესი და პირობა. მესამე მხარის სერვისების გამოყენებამდე საჭიროა დაეთანხმოთ მესამე მხარის ყველა პირობას.
ზემოთ მოცემული პირობების მიუხედავად, Huawei და მესამე მხარე არ იძლევიან გარანტიას მონაცემების ხელმისაწვდომობასთან, სიზუსტესთან, მთლიანობასთან, საიმედოობასა და დროულობასთან დაკავშირებით (მათ შორის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, ამ სერვისში ნაჩვენები გეოგრაფიული მდებარეობის მონაცემებთან დაკავშირებით). თქვენ უფლება გაქვთ, გააუქმოთ თქვენი თანხმობა Huawei-ს მიერ თქვენი გეოგრაფიული მდებარეობის მონაცემების გამოყენებაზე და ნებისმიერ დროს გამორთოთ გეოგრაფიული მდებარეობის სერვისი მოწყობილობის შესაბამისი პარამეტრების შეცვლის გზით.
Huawei ყველა ზომას იღებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს თქვენთვის უმაღლესი ხარისხის სერვისები. თქვენ თანახმა ხართ, გამოიყენოთ ეს სერვისი დანიშნულებისამებრ, დაიცვათ ეს შეთანხმება და ყველა მოქმედი კანონი და ნორმა.
თქვენ თანახმა ხართ, არ გამოიყენოთ Huawei ID სერვისები შემდეგი მოქმედებების შესასრულებლად:
ა. უკანონო, მუქარის გამომხატველი, საზიანო, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, ძალადობრივი, პორნოგრაფიული, რასისტული, ქსენოფობური ან აგრესიული შიგთავსის ატვირთვა, ჩამოტვირთვა, შენახვა, გადაცემა, გაგზავნა ან სხვაგვარად წარმოდგენა.
ბ. მესამე მხარეების კონფიდენციალურობის, კომერციული საიდუმლოების, სავაჭრო ნიშნების, საავტორო უფლებების, პატენტების და ინტელექტუალური საკუთრების ან სხვა უფლებების დარღვევა.
გ. უკანონო ბიზნეს გარიგებებში მონაწილეობა, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღის, ნარკოტიკების, უკანონო ნივთიერებების ან სხვა აკრძალული საგნების გაყიდვა.
დ. უკანონო გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციაში, საკრედიტო ბარათების გაყალბების და სხვა უკანონო ფინანსური ტრანზაქციების შესრულება ან ასეთი ტრანზაქციების დაგეგმვა.
ე. არარსებული საბანკო ანგარიშის ან მესამე მხარის საბანკო ანგარიშის გამოყენებით ტრანზაქციების შესრულება.
ვ. სხვა მოქმედებები, რომლებიც არღვევს ქვეყნის კანონს, ნომრებს და წესებს, ან ამ შეთანხმებაში მოცემულ პირობებს.
თქვენ ადასტურებთ, რომ Huawei-ს უფლება აქვს, დაგარიცხოთ ზოგიერთი სერვისის საფასური და საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს სერვისების ღირებულება. იმ შემთხვევაში, თუ კანონები და ნორმები მოითხოვს, რომ Huawei-მ წინასწარ აცნობოს მომხმარებლებს ფასის ცვლილების შესახებ, Huawei წინასწარ დროულად შეგატყობინებთ ამის შესახებ. ახალი ფასის ამოქმედების შემდეგ საჭიროა იქნება, დაეთანხმოთ ახალ ფასს, რათა შეძლოთ ამ სერვისის გამოყენების გაგრძელება. იმ შემთხვევაში, თუ არ დაეთანხმებით ფასების ცვლილებებს, უფლება გაქვთ, შეწყვიტოთ ამ სერვისის გამოყენება ფასის შეცვლამდე. შესაძლოა, დაგჭირდეთ მესამე მხარის შეთანხმებებზე ან ტარიფებზე დათანხმება მესამე მხარის სერვისების გამოყენებამდე. ვალდებული ხართ, გადაიხადოთ ყველა აუცილებელი გადასახადი მოქმედი კანონებისა და ნორმების შესაბამისად.
ამ სერვისის შიგთავსის, სექციების ან ფუნქციების ნაწილი შეიძლება წარმოდგენილი იყოს მესამე მხარეების მონაცემებითა და ბმულებით. თქვენ ადასტურებთ იმას, რომ Huawei არ აგებს პასუხს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ზიანზე, რომელიც წარმოიშვა ან პრეტენზიის მიხედვით სავარაუდოდ წარმოიშვა მესამე მხარეების მონაცემების და ბმულების მეშვეობით სერვისების თქვენ მიერ გამოყენების ან მათზე დამოკიდებულების შედეგად.
„მომხმარებლის შიგთავსი“ ნიშნავს ინფორმაციას და შიგთავსს, რომელიც შექმნილია ამ სერვისის მომხმარებლების მიერ, როგორიცაა დიაგრამები, სიმბოლოები, გამოსახულებები, აუდიო, ვიდეოები, პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემთა ფაილები. თქვენ საკუთარ თავზე იღებთ სრულ პასუხისმგებლობას მომხმარებლის მთლიან ატვირთულ, ჩამოტვირთულ, გამოცემულ, ელფოსტით გაგზავნილ, გადაცემულ ან თქვენს ანგარიშზე შენახულ შიგთავსზე. Huawei არ აკონტროლებს და არ იღებს წვდომას მომხმარებლის შიგთავსზე, შესაბამისად Huawei ვერ მოგცემთ გარანტიას მომხმარებლის შიგთავსის სიზუსტესთან, სისრულესთან ან სისწორესთან დაკავშირებით. თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ საკუთარ თავზე იღებთ ყველა რისკს, რომელიც დაკავშირებულია ამ სერვისის სხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მომხმარებლის შიგთავსის გამოყენებასთან. Huawei არ აგებს პასუხს მომხმარებლის შიგთავსზე, რომელიც, თქვენი აზრით, ვულგარული, შეურაცხმყოფელი, უხამსი ან შეუფერებელია.
1) თქვენი ვალდებულება Huawei-ის წინაშე
თქვენ გარანტიას იძლევით, რომ უფლება ან ნებართვა გაქვთ, გადასცეთ, გაავრცელოთ, გაამჟღავნოთ და ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით გამოიყენოთ ნებისმიერი მომხმარებლის შიგთავსი, რომელიც ატვირთულია, ჩამოტვირთულია, გამოცემულია, ელფოსტით გაგზავნილია, გადაცემულია ან შენახულია თქვენი ანგარიშის გამოყენებით.
Huawei არ მოითხოვს თქვენ მიერ ამ სერვისის გამოყენებით გამოგზავნილ ან წარმოდგენილ მომხმარებლის შიგთავსზე საკუთრების მიღებას. მიუხედავად ამისა, თქვენ ადასტურებთ, რომ Huawei-მ შეიძლება გადასცეს თქვენი მომხმარებლის შიგთავსი სხვადასხვა მედია და საჯარო ქსელის მეშვეობით საწყისი მიზნისთვის, რომლისთვისაც წარმოადგინეთ შიგთავსი და მას შეუძლია დააკოპიროს, შეცვალოს ან გამოაქვეყნოს მომხმარებლების მიერ შენახული შიგთავსი და მიიღოს მომხმარებლის შიგთავსი ამ მიზნით.
2) ლიცენზიის პირობები
Huawei გაძლევთ არაგაუქმებად, არაექსკლუზიურ და არაგადაცემად ლიცენზიას (ამ „ლიცენზიას“) Huawei ID სერვისების გამოყენებაზე ამ შეთანხმების შესაბამისად. თქვენ თანახმა ხართ, არ შეასრულოთ შემდეგი მოქმედებები:
a. არ მოახდინოთ ამ სერვისის რომელიმე ნაწილის დუბლირება, თუ ასეთი დუბლირება არ არის ავტორიზებული ამ შეთანხმების შესაბამისად.
b. არ გააქირავოთ, არ გადასცეთ იჯარით ან ქვეიჯარით, არ დააგირავოთ, არ თარგმნოთ და არ გააერთიანოთ სხვა პროდუქტთან ან სერვისთან, არ დააკორექტიროთ და არ შეცვალოთ ეს სერვისი.
c. არ მოახდენთ მთლიანად ამ სერვისის ან მისი რომელიმე ნაწილის დაშლას, დეკომპილირებას, არ ჩაატარებთ საინჟინრო ანალიზს, არ შექმნით დერივატებს და არ შეეცდებით ასეთი ქმედებების შესრულებას.
d. არ უზრუნველყოთ და არ დაუშვათ მთლიანად ან სერვისის ან მისი ნაწილის (მათ შორის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, პროგრამული სიის, ობიექტების, საწყისი პროექტების სიის, დანიშნულების და საწყისი კოდების) გამოყენება მესამე მხარის მიერ Huawei-ს წერილობითი თანხმობის გარეშე.
e. არ გამოიყენოთ სერვისი თაღლითური გზით ან თაღლითობის მიზნით.
f. არ წაშალოთ ამ სერვისში არსებული განცხადებები და შეტყობინებები საკუთრების შესახებ.
g. არ შეეცადოთ გამორთოთ, გვერდი აუაროთ, შეცვალოთ, გააბათილოთ ან სხვა გზით გააუქმოთ ციფრული უფლებების მართვის სისტემები, რომლებიც დაკავშირებულია ამ სერვისთან ან რომლებიც წარმოადგენს ამ სერვისის განუყოფელ ნაწილს.
მიუხედავად იმისა, რომ Huawei ყველა ზომას იღებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს თქვენთვის პერსონალიზებული სერვისები, თქვენ ადასტურებთ, რომ ეს სერვისი შეიძლება არ იყოს განკუთვნილი თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისთვის და შეიძლება არ აკმაყოფილებდეს მათ. Huawei არ იძლევა გარანტიას, რომ ეს სერვისი და დოკუმენტაციაში აღწერილი სერვისის ფუნქციები თქვენს ინდივიდუალურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
ეს ლიცენზია და პირობები სავალდებულოა თქვენთვის და Huawei-სთვის, ასევე, ორივე მხარის უფლებამონაცვლეებისთვის და უფლებებისა და ვალდებულებების მიმღები პირებისთვის.
Huawei-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე თქვენ არ უნდა გადასცეთ, დააგირავოთ ან სხვაგვარად განკარგოთ ამ ლიცენზიითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ასევე, ამ ლიცენზიიდან და პირობებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები.
ამ ლიცენზიისა და პირობების მოქმედების პერიოდის განმავლობაში Huawei-ს შეუძლია გადასცეს, სუბკონტრაქტით გადასცეს ან სხვაგვარად განკარგოს ამ ლიცენზიითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ასევე, ამ ლიცენზიიდან და პირობებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები.
კანონით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, თქვენ პირდაპირ ეთანხმებით იმას, რომ თქვენ უპირობოდ მისცემთ Huawei-ს ყველა კანონიერ უფლებას იმ შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გაუგზავნოთ მას (მათ შორის, გამოგზავნილ შემოთავაზებებზე და შეფასებაზე, რომელსაც გვიგზავნით Huawei-ს პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად). გარდა ამისა, კანონით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, თქვენ პირდაპირ უარს ამბობთ უფლებაზე, გაუგზავნოთ Huawei-ს იმ ზარალის კომპენსაციის მოთხოვნა, რომელიც წარმოიშვა თქვენ მიერ გამოგზავნილ შეფასებასთან დაკავშირებით.
კანონის შესაბამისი მოთხოვნების, სასამართლო პროცესების და სასამართლო და სამთავრობო ორგანოების მოთხოვნების შესაბამისად, ან სხვა გონივრული და აუცილებელი გარემოებების შემთხვევაში, Huawei-მ შეიძლება მიიღოს წვდომა, გამოიყენოს, შეინახოს და/ან გაამჟღავნოს თქვენი ანგარიშის ინფორმაცია და შიგთავსი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღმოაჩენთ შეუფერებელ შიგთავსს ან ისეთ შიგთავსს, რომელიც არღვევს წინამდებარე შეთანხმებას ან კანონებსა და ნორმებს, დაგვიკავშირდით ელფოსტით: huaweiid@huawei.com.
Huawei-ს შეუძლია პერიოდულად განაახლოს ან შეცვალოს ეს შეთანხმება და გამოგიგზავნოთ შეცვლილი შიგთავსი ელფოსტით ან ამ სერვისში შესაბამისი განცხადების გამოქვეყნების გზით. შეგიძლიათ ასევე ეწვიოთ საიტს https://hwid1.vmall.com/CAS/portal/agreements/EULA/ka-ge_EULA.html?version=china ამ შეთანხმების უახლესი ვერსიის მისაღებად. თქვენ გაიაზრეთ და ეთანხმებით იმ ფაქტს, რომ, თუ გააგრძელებთ ამ სერვისის გამოყენებას ამ შეთანხმების შეცვლის შემდეგ, ეს ჩაითვლება თქვენს თანხმობად შეცვლილ პირობებზე. გარდა ამისა, თქვენი ტერმინალური მოწყობილობის მომხმარებლის სახელმძღვანელო, ასევე, შეიძლება რეგულარულად გადაიხედოს. თქვენ გააზრებული გაქვთ, რომ, როდესაც იღებთ სერვისებს მესამე მხარეებისგან, შესაძლოა, საჭირო იყოს მესამე მხარის პირობებზე დათანხმება, მათ შორის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, თქვენი ქსელის ოპერატორის პირობებზე.
ვალდებული ხართ დაიცვათ Huawei-ს და მესამე მხარეების ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. Huawei-ს შეუძლია წაშალოს ან აკრძალოს წვდომა შიგთავსზე, რომელიც სავარაუდოდ არღვევს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს ან სხვა უფლებებს და უფლებას იტოვებს, შეაჩეროს ნებისმიერი ანგარიში, რომელიც პასუხისმგებელია ასეთი შიგთავსის გამოქვეყნებაზე. თუ ისეთ შიგთავსს აღმოაჩენთ, რომელიც არღვევს სხვების უფლებებს, დაგვიკავშირდით ელფოსტით: huaweiid@huawei.com.
იმ შემთხვევაში, თუ Huawei აღმოაჩენს ან მიიღებს ინფორმაციას ისეთი შიგთავსის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა თქვენ მიერ და არღვევს წინამდებარე შეთანხმების პირობებს, Huawei უფლებას იტოვებს, წაშალოს ან დაბლოკოს წვდომა ასეთ შიგთავსზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე. თუ Huawei გონივრული საფუძვლით ვარაუდობს, რომ თქვენი ტრანზაქციები Huawei-თან თქვენს Huawei ID-ზე სადავოა, ან რომ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებით უჩვეულო აქტივობები არასებობს, Huawei უფლებას იტოვებს, გააუქმოს ტრანზაქცია და დაგიბრუნოთ გადახდილი თანხა. Huawei უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ქვემოთ აღწერილი საჯარიმო სანქციები თქვენი ანგარიშის მიმართ ნებისმიერ ზემოთ აღწერილ შემთხვევაში, რომლებიც მათ შორის მოიცავს შემდეგს: გაფრთხილება, ამ სერვისის ყველა ან ზოგიერთ ფუნქციაზე წვდომის შეზღუდვა ან აკრძალვა, ან თქვენი ანგარიშის დახურვა. თუ აღმოაჩენთ ისეთ შიგთავსს, რომელიც არღვევს წინამდებარე შეთანხმების პირობებს, დაგვიკავშირდით ელფოსტით: huaweiid@huawei.com.
თქვენ ადასტურებთ, რომ Huawei უფლებას იტოვებს, მიიღოს სადამსჯელო ზომები თავისი შეხედულებისამებრ ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც არღვევს მოქმედ კანონებსა და ნორმებს ან წინამდებარე შეთანხმების პირობებს. გარდა ამისა, Huawei-მ შეიძლება შეიტანოს სასამართლოში შესაბამისი სასამართლო სარჩელი იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც დაარღვევენ წინამდებარე შეთანხმების პირობებს და გაგზავნოს აუცილებელი ინფორმაცია შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებში კანონის მოთხოვნების შესაბამისად. თქვენ გეკისრებათ კანონით გათვალისწინებული სრული პასუხისმგებლობა ამ დებულებასთან დაკავშირებით.
თქვენ ადასტურებთ, რომ მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს კომპენსაციაზე ან ზიანის ანაზღაურებაზე მესამე მხარეებისთვის თქვენ მიერ წინამდებარე შეთანხმების პირობების ან სხვა სერვისის შესაბამისი პირობების დარღვევის შემთხვევაში. თქვენ ასევე ვალდებული ხართ, აუნაზღაუროთ Huawei-ს ნებისმიერი ზიანი, რომელიც წარმოიშვა ზემოთ აღწერილი დარღვევების შედეგად.
Huawei შეგატყობინებთ ყველა შესაბამისი კანონისა და ნორმის შესახებ შესაბამისი შეტყობინების ვებსაიტზე და/ან ამ სერვისში გამოქვეყნების გზით ან ელწერილის გამოგზავნით მოქმედ ელფოსტის ან საფოსტო მისამართებზე, რომლებიც წარუდგინეთ Huawei-ს. თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ Huawei-ისთვის წარდგენილი ელფოსტის მისამართები და საფოსტო მისამართები სწორია და ვალდებული ხართ, რეგულარულად შეამოწმოთ თქვენი საფოსტო ყუთი.
Huawei არ უზრუნველყოფს კლიენტთა სპეციალურ მხარდაჭერას ამ სერვისისთვის, თუ სხვა რამ არ არის მითითებული.
Huawei და მისი პარტნიორები არ იძლევიან პირდაპირ თუ არაპირდაპირ გარანტიებს, მათ შორის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, გაყიდვისთვის ვარგისიანობის, კომერციული ხელმისაწვდომობის, გარკვეული მიზნისთვის ვარგისიანობის და სხვა პირების უფლებების დაურღვევლობის გარანტიებს. Huawei და მისი პარტნიორები არ იძლევიან არავითარ გარანტიას შემდეგის თაობაზე: (1) ეს სერვისი დააკმაყოფილებს თქვენს სპეციფიკურ მოთხოვნებს; (2) ეს სერვისი უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტად, დროულად, უსაფრთხოდ და დეფექტების გარეშე; (3) ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იღებთ ამ სერვისის გამოყენების დროს, ზუსტი და საიმედოა; (4) ნებისმიერი პროგრამული დეფექტი ან შეცდომა, რომელსაც შეიცავს ეს სერვისი, გამოსწორდება. Huawei-ს არ აკონტროლებს თქვენი ქსელის ოპერატორს და, შესაბამისად, ვერ მოგცემთ გარანტიას მოწოდებული სერვისების დაფარვის ზონასთან, ხელმისაწვდომობასა და ხარისხთან დაკავშირებით. თქვენ საკუთარ თავზე იღებთ ყველა რისკს, რომელიც დაკავშირებულია შიგთავსის და სხვა მასალების ჩამოტვირთვასთან, მიღებასთან და მათზე წვდომასთან ამ სერვისში, ასევე, მოწყობილობის და მონაცემების დაზიანების და შიგთავსის დაკარგვის რისკებს ამ სერვისის ან მესამე მხარის სერვისების გამოყენების გამო. ამ სერვისის გამოყენების დროს ვალდებული ხართ დაიცვათ ყველა შესაბამისი მოქმედო კანონი. წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს თქვენს კანონით მონიჭებულ უფლებებზე. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულება გაბათილდება ადგილობრივი კანონებისა და ნორმების შესაბამისად, Huawei-ს მიერ ასეთი კანონების დარღვევა შეზღუდული იქნება კანონით დაშვებული მინიმალური ფარგლებით.
ზოგიერთ იურისდიქციაში აკრძალულია ან გამორიცხულია გარკვეული გარანტიები ან შეზღუდვები, ან გამორიცხულია პასუხისმგებლობა გარკვეული სახის ზიანზე. შესაბამისად, პასუხისმგებლობის უარყოფის ან შეზღუდვის ზოგიერთი დებულება შეიძლება თქვენზე არ ვრცელდებოდეს. თქვენ სრულად გააზრებული გაქვთ და ეთანხმებით იმას, რომ Huawei და მისი აფილიატები, შვილობილი კომპანიები, მენეჯმენტი, დირექტორები, თანამშრომლები, აგენტები, პარტნიორები და ავტორიზებული მხარეები არ აგებენ პასუხს არავითარ პირდაპირ, არაპირდაპირ, შემთხვევით, სპეციალურ, დერივაციულ ან საჯარიმო სანქციებით გამოწვეულ ზიანზე ქვემოთ ჩამოთვლილ გარემოებებში, მათ შორის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, მონაცემების დაკარგვაზე, მოგების დაკარგვაზე, რეპუტაციის დაკარგვაზე და სხვა არამატერიალურ ზარალზე (იმ შემთხვევაშიც კი, თუ Huawei-სთვის ცნობილი იყო ასეთი ზარალის შესაძლებლობის შესახებ): (1) ამ სერვისის გამოყენება ან გამოყენების შეუძლებლობა; (2) ამ სერვისის ცვლილება და მთლიანად ან ნაწილობრივ დროებით ან სამუდამოდ შეჩერება; (3) არაავტორიზებული წვდომა თქვენს გადაცემასა ან მონაცემებზე ან მათი შეცვლა; (4) თქვენი გადაცემის ან მონაცემების წაშლა, განადგურება, ან შენახვის და/ან გაგზავნის შეუძლებლობა ამ სერვისში; (5) მესამე მხარეების განცხადებები ან ქმედებები თქვენ მიერ ამ სერვისის გამოყენების პერიოდში; და (6) ამ სერვისთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხი.
Huawei-ს და მისი პარტნიორების მაქსიმალური პასუხისმგებლობა თქვენს წინაშე და სამართლებრივი დაცვის ერთადერთი საშუალება ყველანაირი პრეტენზიის შემთხვევაში ზიანის, ტრავმის და ქონების დაკარგვის გამო ამ სერვისის ან მესამე მხარეების სერვისების წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად გამოყენების შედეგად შემოიფარგლება თქვენთვის კომპენსაციის გადახდით თქვენ მიერ მიღებული ფაქტობრივი ზარალისთვის. თქვენთვის გადასახდელი კომპენსაციის თანხა არ აღემატება სრული თანხის ოდენობას, რომელიც გადაუხადეთ Huawei-ს ამ სერვისის გამოყენებისთვის.
წინამდებარე შეთანხმების არცერთი დებულება არ ზღუდავს და არ გამორიცხავს Huawei-ს პასუხისმგებლობას სიკვდილის ან პერსონალური ტრავმის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია Huawei-ს ან მისი პარტნიორების დაუდევრობით ან თაღლითობით.
თქვენ ვალდებული ხართ, გაათავისუფლოთ Huawei და მისი დირექტორთა საბჭოს წევრები, უფროსი მენეჯერები, თანამშრომლები, აგენტები, პარტნიორები, მომწოდებლები და ლიცენზიარები მესამე მხარეების კომპენსაციასთან დაკავშირებული პრეტენზიებისგან და სასამართლო სარჩელებისგან (ადვოკატის გონივრული ხარჯების ჩათვლით), რომლებიც წარმოიშვა შემდეგი გარემოებების გამო:
1) თქვენი ანგარიშის გამოყენებით შიგთავსის გაგზავნა, გამოქვეყნება, გადაგზავნა ან სხვანაირად წარდგენა.
2) ამ სერვისის გამოყენება და/ან მონაწილეობა პრომო-აქციებში თქვენი ანგარიშით.
3) ისეთი მოქმედებების შესრულება, რომლებიც არღვევს წინამდებარე შეთანხმების პირობებს.
4) ისეთი მოქმედებების შესრულება, რომლებიც არღვევს მესამე მხარეების უფლებებს, როგორიცაა მესამე მხარეების ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევა, ან ცილისმწამებლური შიგთავსის გამოქვეყნება, ან ისეთი შიგთავსის გამოქვეყნება, რომელიც არღვევს კონფიდენციალურობის შეთანხმებებს.
5) ამ სერვისში არსებული შიგთავსის მოდიფიცირება ან შეცვლა წინასწარი ნებართვის გარეშე.
ზემოთ აღწერილი ვალდებულებები ძალაში რჩება წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის ან თქვენ მიერ ამ სერვისის გამოყენების შეწყვეტის შემდეგაც.
წინამდებარე შეთანხმების დებულება 17 „პასუხისმგებლობის შეზღუდვა და სამართლებრივი დაცვის საშუალებები“ და დებულება 18 „კომპენსაცია“ ძალაში შედის დამოუკიდებლად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ითვლება, რომ ამ დებულებებით არ მიიღწევა ძირითადი მიზანი ან ამ დებულებების შესრულება შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეუძლებელია. შესაბამისი მოქმედი კანონით დაშვებულ ფარგლებში, მე-16 და მე-17 დებულებებში აღწერილი პასუხისმგებლობის შეზღუდვები მოქმედებს შემდეგის მიუხედავად: (1) კონტრაქტის დარღვევა, (2) გარანტიის დარღვევა, (3) უკანონო ქმედებები ან უფლებების დარღვევები, მათ შორის დაუდევრობა და შეცდომაში შეყვანა, (4) მკაცრი პასუხისმგებლობა ან (5) სხვა მიზეზი.
ამ შეთანხმების დადება, იურისდიქცია და განმარტება რეგულირდება ჰონკონგის კანონმდებლობით, სამართლებრივი ნორმების კოლიზიის მიუხედავად. თქვენ და Huawei თანხმდებით იმაზე, რომ ყველა დავა, პრეტენზია და პრობლემა ამ შეთანხმებასთან და შეთანხმების შესაბამისად ამ სერვისის მიღებასთან დაკავშირებით განიხილება ჰონკონგის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრში (HKIAC) და დარეგულირდება HKIAC-ს საარბიტრაჟო წესების შესაბამისად. თქვენ და Huawei ასევე თანხმდებით იმაზე, რომ სრულად გამოირიცხოს გაერთიანებული ერების კონვენცია საქონლის საერთაშორისო გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ. თქვენ არ გამოიყენებთ და არ მოახდენთ სერვისების (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის) ექსპორტირებას აშშ-ის ექსპორტის კონტროლის კანონების, ნორმებისა და დებულებების დარღვევით. კანონით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, ნებისმიერი პრეტენზია ან სასამართლო სარჩელი აღძრული უნდა იქნეს ერთი (1) წლის განმავლობაში ამ სერვისის გამოყენების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენზია ძალადაკარგულად ითვლება.
იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობების რომელიმე ნაწილი სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადდება, ეს გავლენას არ მოახდენს სხვა პირობების შინაარსზე და დანარჩენი პირობები ძალაში დარჩება ორივე მხარისთვის, კანონით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში.
წინამდებარე შეთანხმებაში სათაურები გამოყენებულია მოხერხებულობის მიზნით და მათ კანონის ან შეთანხმების ძალა არ აქვთ.
Huawei-ს შეუძლია სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები სხვა პირებს, ნებისმიერ დროს და გაფრთხილების გარეშე. თქვენ არ გაქვთ უფლება სხვა პირებს გადასცეთ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები ან სხვა პირებს დაუთმოთ, გადასცეთ ან სუბლიცენზიით გადასცეთ მათ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული უფლებები.
თქვენ ადასტურებთ, რომ Huawei-ს მიერ რომელიმე კანონიერი უფლების ან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალების გამოუყენებლობა და შეუსრულებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებებზე და დაცვის საშუალებებზე უარის თქმას. წინამდებარე პირობები (კონფიდენციალურობის წესების, მომხმარებლის სახელმძღვანელოების (იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ Huawei მოწყობილობებს) და შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით დადგენილი სხვა პირობების ჩათვლით) წარმოადგენს სრულ შეთანხმებას თქვენსა და Huawei-ს შორის ამ სერვისის გამოყენების თაობაზე.
წინამდებარე შეთანხმების თარგმანი წარმოდგენილია მხოლოდ საინფორმაციო მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა ენებზე არსებული ვერსიები ეწინააღმდეგება ინგლისურ ვერსიას, ინგლისურ ვერსიას უპირატესი ძალა ენიჭება.
თქვენი ანგარიშის შეწყვეტის შემთხვევაში სამუდამოდ წაიშლება თქვენს ანგარიშზე შენახული მთლიანი მონაცემები, მათ შორის თქვენი ანგარიშის გამოყენებით გენერირებული მთლიანი მომხმარებლის შიგთავსი. ანგარიშის შეწყვეტამდე ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე შეთანხმება.
შეგიძლიათ შეწყვიტოთ თქვენი ანგარიში ანგარიშის პარამეტრებიდან ან ამ სერვისის გამოყენების შეწყვეტის გზით. Huawei უფლებას იტოვებს, შეწყვიტოს თქვენი ანგარიში შესაბამისი კანონების, სასამართლო მოთხოვნების და სასამართლო/სამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნების შესაბამისად.
Huawei-ს შეუძლია სამუდამოდ მთლიანად ან ნაწილობრივ წაშალოს თქვენს ანგარიშზე შენახული მონაცემები დაუყოვნებლივ ანგარიშის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა, Huawei-ს შეიძლება მოეთხოვოს ამ მონაცემების ასლის შენახვა შესაბამისი კანონის მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, შესაძლოა, არ წაიშალოს ინფორმაცია, რომელსაც სხვა მომხმარებლებს გაუგზავნით (როგორიცაა შეტყობინებები).
თქვენი ანგარიშის შეწყვეტა არ გაგათავისუფლებთ საფასურის გადახდის ვალდებულებისგან, რომელიც დაგერიცხებათ შეწყვეტის დღეს ან შეწყვეტის თარიღამდე. Huawei და მესამე მხარეები არ აგებენ პასუხს შედეგებზე, რომლებიც წარმოიშვა თქვენ მიერ ამ სერვისზე წვდომის მიღების შეუძლებლობით თქვენი ანგარიშის შეწყვეტის შემდეგ. დებულებები 3-10 და 13-21 ძალაში რჩება თქვენი ანგარიშის/წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის შემდეგაც.
Huawei და მისი თანამშრომლები, აგენტები და სუბკონტრაქტორები არ აგებენ პასუხს შედეგებზე, რომლებიც წარმოიშობა ვალდებულებების შეუსრულებლობის, დაგვიანებით შესრულების ან სხვა შეთანხმებების შესაბამისად ვალდებულებების შესრულების შედეგად ისეთი მოვლენების გამო, რომლებიც გონივრულ კონტროლს არ ექვემდებარება („ფორს-მაჟორი“).
ფორს-მაჟორული მოვლენის დადგომის შემთხვევაში, Huawei-ს უფლება აქვს, შეაჩეროს ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და გააგრძელოს ვალდებულებების შესრულება გადავადების გარკვეული პერიოდის შემდეგ. Huawei შეეცდება ფორს-მაჟორული მოვლენის აღმოფხვრას ან მოძებნის ისეთ გადაწყვეტილებას, რომ Huawei-მ შეძლოს თავისი ვალდებულებების შესრულება ასეთი მოვლენის არსებობისას.
წინამდებარე შეთანხმების შესრულების პერიოდში Huawei-ს მიერ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ან უფლებების და სამართლებრივი დაცვის საშუალებების შეუსრულებლობა არ ნიშნავს მასზე უარის თქმას. თქვენ არ უნდა გაათავისუფლოთ Huawei საკუთარი ვალდებულებების შესრულებისგან. Huawei-ს რომელიმე ნაგულისხმევი უარი არ წარმოადგენს გათავისუფლებას კონტრაქტის შემდგომი დარღვევისგან. თუ Huawei პირდაპირ არ განაცხადებს უფლებებზე უარის თქმის შესახებ და არ გაცნობებთ ამის თაობაზე წერილობით, Huawei-ს გათავისუფლება ამ შეთანხმების შინაარსისგან ბათილად ჩაითვლება.
წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღამდე, ნებისმიერი ზეპირი თუ წერილობითი მოლაპარაკება არ ითვლება განცხადებად, აღებულ ვალდებულებად ან დადებულ პირობად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობთ, რომ წინამდებარე შეთანხმებას ხელი მოაწერეთ Huawei-ს მიერ არასწორად გაკეთებული განცხადების გამო, თქვენ არ გექნებათ უფლება ისარგებლოთ დაცვის საშუალებებით (თუ არასწორი განცხადება არ იქნა გაკეთებული თაღლითობის მიზნით).
თქვენ და Huawei დამოუკიდებელ სუბიექტებს წარმოადგენთ. ამ შეთანხმების დადების შედეგად არ წარმოიშვება არავითარი კოოპერაცია, ერთობლივი საწარმო ან აგენტური ურთიერთობა თქვენსა და Huawei-ს შორის.
Huawei-ს ფილიალები და შვილობილი კომპანიები წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების მესამე მხარე ბენეფიციარებს. მათ შეუძლიათ წინამდებარე შეთანხმების აღსრულება წინამდებარე შეთანხმების მხარეების სახით.
თქვენ სრულად გააზრებული გაქვთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაცია ან სხვა ინფორმაცია, რომელსაც შეაგროვებს Huawei, შეიძლება ინახებოდეს და დამუშავდეს სხვა ქვეყნებში. თქვენ პირდაპირ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ თქვენ არ ატვირთავთ, არ დაასინქრონებთ და არ გადასცემთ პროგრამულ უზრუნველყოფას, ტექნიკურ მონაცემებს ან სხვა მონაცემებს, რომლებიც რეგულირდება აშშ-ის მრეწველობის და უსაფრთხოების ბიუროს ექსპორტის კონტროლის ნორმებით, Huawei-ს მიერ მოწოდებული სერვისების მეშვეობით. თუ თქვენ არ შეასრულებთ ზემოთ მოცემულ გარანტიას, თქვენი ქმედებები ჩაითვლება „ექსპორტის“ ქმედებებად აშშ-ის ექსპორტის კონტროლის ნომრების შესაბამისად და თქვენ შეიძლება დაგეკისროთ შესაბამისი საჯარიმო სანქციები. კანონით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში, Huawei არ აგებს პასუხს ასეთ ქმედებებზე.
თქვენ პირდაპირ აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ თქვენ არ ატვირთავთ, არ დაასინქრონებთ, არ დაამუშავებთ და არ გადასცემთ მონაცემებს, რომლებითაც შეიძლება დაირღვეს უცხო ქვეყნების ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
ბოლო განახლება: 2018 წლის ოქტომბერი