Swype-ი გაძლევთ საშუალებას ადვილად გადახვიდეთ ტექსტის შეყვანის ოთხ მეთოდ შორის – Swype, ლაპარაკი, წერა და შეხება.
-
Swype
Swype წარმოადგენს ტექსტის სწრაფად აკრეფის მეთოდი. ის საშუალებას გაძლევთ სიტყვა აკრიფოთ ასოებს შორის ხაზვის გზით. დაადეთ თითი სიტყვის პირველ ასოს, მოხაზეთ წირი ასოდან ასოზე და ბოლო ასოზე თითის მიტანის შემდეგ ასწიეთ ის. Swype-ი ჩასვამს ინტერვალებს, სადაც საჭიროა.
შეიტყვეთ მეტი-
ღილაკი Swype
Swype ღილაკი არის ღილაკი, მასზე აღნიშნული Swype ლოგოთი. დაყოვნებით დააჭირეთ Swype ღილაკს Swype-ის პარამეტრების სანახავად.
Swype ღილაკი ასევე გამოიყენება მრავალი Swype მოქმედების განსახორციელებლად.
-
Swype ჟესტები
Swype ჟესტები წარმოადგენს კლავიატურის სწრაფ ღილაკებს, ძირითადი ოპერაციების სწრაფად შესასრულებლად.
- რედაქტირების კლავიატურის მიღება რედაქტირებისთვის კლავიატურის მისაღებად გადაუსვით თითი
ღილაკიდან სიმბოლოების ღილაკზე (=@#) კლავიატურაზე.
- ციფრების კლავიატურის მიღება ციფრების კლავიატურის მისაღებად მათი სწრაფად ასაკრეფად , გამოიყენეთ Swype და გადაუსვით ხელი
ღილაკიდან ციფრამდე 5.
- კლავიატურის დამალვა კლავიატურის ადვილად დასამალად, გადაუსვით თითი Swype ღილაკიდან backspace ღილაკამდე.
- ინტერვალის ავტომატურად ჩასმის გამორთვა მომდევნო სიტყვის წინ ინტერვალის ავტომატურად ჩასმის გამოსართავად, გადაუსვით ხელი ინტერვალის ღილაკიდან backspace ღილაკამდე.
- პუნქტუაცია სასვენი ნიშნების მარტივად შესაყვანად გააკეთეთ Swype მოძრაობა ბრჭყალები, მძიმე, წერტილი ან სხვა პუნქტუაციის ნიშნიდან ინტერვალის ღილაკისკენ მასზე შეხების ნაცვლად.
- პროგრამის სწრაფი ღილაკებიGoogle რუკები: გააკეთეთ Swype მოძრაობა
-დან "g", შემდეგ "m"-სკენ
- ბოლოს გამოყენებულ ენაზე გადართვა.რამდენიმე ენის გამოყენების შემთხვევაში წინა ენაზე სწრაფად დაბრუნება შეიძლება
ღილაკიდან ინტერვალის ღილაკზე Swype მოძრაობით.
- რედაქტირების კლავიატურის მიღება რედაქტირებისთვის კლავიატურის მისაღებად გადაუსვით თითი
-
ორმაგი ასოების დაწერა
უფრო მეტი სიზუსტისთვის ორმაგი ასოს ასაკრეფად გააკეთეთ მსუბუქი გასმა ან მოხაზეთ მარყუჟი ასოზე. მაგალითად, რომ დაწეროთ ”იი” სიტყვაში ”პარტიის”, გააკეთეთ გასმა ”ი” ღილაკზე.
-
სიტყვის არჩევა
არჩევის სიის მიერ შეთავაზებული პირველივე სიტყვის ასარჩევად უბრალოდ გააგრძელეთ Swype მეთოდით წერა. სხვა შემთხვევაში, გადაახვიეთ სია თითის გადასმით და შეარჩიეთ სასურველი სიტყვა.
-
ინტერვალის ავტომატურად ჩასმა
Swype-ი ავტომატურად ჩასვამს ინტერვალებს სიტყვებს შორის, წინადადების შემდეგი სიტყვის დაწერის დაწყებისთანავე. შეგიძლიათ Swype პარამეტრებიდან ჩართოთ ან გამორთოთ ინტერვალების ავტომატურად ჩასმის ფუნქცია.
ინტერვალის ავტომატურად ჩასმის ფუნქცია შეიძლება გამოირთოს ერთი სიტყვისთვის Space ღილაკიდან Backspace ღილაკისკენ Swype მოძრაობით.
-
სიტყვის შეცვლა
შეცვალეთ სიტყვა მასზე შეხებით, შემდეგ სიტყვის არჩევის სიიდან სასურველი სიტყვის შერჩევით ან უბრალოდ მონიშნეთ სიტყვა და დაწერეთ Swype მეთოდით ახალი სიტყვა. ახალი სიტყვა ჩაანაცვლებს არასწორს.
სიტყვა შეიძლება მოინიშნოს მასზე შეხებით და
-ზე დაჭერით, ან ამ სიტყვაზე ორჯერ შეხებით.
-
ასოებს შორის შემოვლა
ზოგჯერ Swype მოძრაობისას იმ ასოების არიდება, რომლებიც არ გჭირდებათ, გაძლევთ სასურველ სიტყვას პირველივე ჯერზე.
მაგალითად, ”პირი” და ”პური” შეიძლება მოიხაზოს ერთიდაიგივე წირით, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, არაა აუცილებელი ასოდან ასოზე სწორი ხაზით გადახვიდეთ. ”რ” ასოსთან თითის გასრიალებისას ”ი” და ”ო” ასოების არიდებით, ასარჩევი სიტყვების სიაში სიტყვა ”პური” გექნებათ პირველი.
-
სიტყვების დამატება და წაშლა
Swype აზრიანად ამატებს თქვენს მიერ გამოყენებულ ახალ სიტყვებს თქვენს პირად ლექსიკონში.
ახალი სიტყვის დამატება ასევე შეგიძლიათ ამ სიტყვის მონიშვნით და
-ზე შეხებით. სიტყვის დასამატებლად შეეხეთ შეთავაზებას, რომელიც გამოჩნდება.
სიტყვის წასაშლელად ხანგრძლივად დააჭირეთ მას სიტყვის არჩევის სიაში და შემდეგ დადასტურების დიალოგის ფანჯარაში შეეხეთ OK.
-
საკუთარი გემოვნებით მოწყობა
Swype-ს უცებ შეუძლია თქვენს ლექსიკონში დაამატოს სიტყვა Facebook, Twitter, Gmail და ძველი SMS შეტყობინებიდან. Swype-ის საკუთარი გემოვნებით მოწყობა:
- ხანგრძლივად დააჭირეთ ღილაკს
.
- Swype პარამეტრების მენიუდან აირჩიეთ „საკუთარი გემოვნებით მოწყობა“.
- შეარჩიეთ პირადი მოწყობის ოფციებიდან და შეიტანეთ თქვენი რეკვიზიტები, თუ მოგეთხოვებათ.
- Swype-ის მოწყობა შეგიძლიათ ერთი ან რამდენიმე წყაროდან.
- ხანგრძლივად დააჭირეთ ღილაკს
-
-
წარმოთქვით
შეგიძლიათ ილაპარაკოთ ტექსტური მასალის შესაყვანად, ტექსტის, ელფოსტის წერილის, Facebook და Twitter-ის განახლებებისთვის.
შეიტყვეთ მეტი-
პუნქტუაცია
სასვენი ნიშნების ხელით დამატება საჭირო არაა. უბრალოდ წარმოთქვით საჭირო სასვენი ნიშანი და გააგრძელეთ. ცადეთ:
- დააჭირეთ ხმის ღილაკს და დაიწყეთ საუბარი.
- თქვით ასეთი რამ: სადილი უგემრიელესი იყო ძახილის ნიშანი
- მიიღებთ: სადილი უგემრიელესი იყო!
-
ტექსტის აკრეფა ხმით არ არის შესაძლებელი ზოგიერთი კლავიატურისთვის
-
-
დაწერეთ
შეგიძლიათ თითით დახატოთ ასოები და სიტყვები და Swype მას ტექსტად გადააკეთებს. შეგიძლიათ დახატოთ ასოები მარცხნიდან მარჯვნივ ან ერთმანეთის თავზე. დააჭირეთ აბგ / 123, რომ გადართოთ ასოების და სიმბოლოების რეჟიმებს შორის.
შეიტყვეთ მეტი-
ხელწერის მეთოდის ჩართვა
- ხანგრძლივად დააჭირეთ Swype ღილაკს, რომ გახსნათ Swype პარამეტრები
- შეარჩიეთ პარამეტრები და მონიშნეთ ”ხელნაწერით ტექსტის შეტანის ჩართვა”
- დაბრუნდით Swype კლავიატურაზე და დააჭირეთ ხელწერის ღილაკს.
- დახატეთ თითით ასოები ხელწერის ზონაში.
- დააჭირეთ ინტერვალის კლავიშს ყოველი სიტყვის შემდეგ
-
მრავალშეხებიანი ჟესტები
მრავალშეხებიანი ჟესტები საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ მარტივი ოპერაციები, როგორიცაა ასოების ან სიტყვების რეგისტრის შეცვლა.
- დაბალი რეგისტრის ასოების დახატვა სახატავ დაფაზე
- ასოების დაწერის შემდეგ აასრიალეთ ორი თითი ზემოთ, საწერი ზონისკენ
- ხელწერის ფუნქცია ამოიცნობს მრავალ შეხებიან ჟესტს და გადაიყვანს ასოებს მაღალ რეგისტრში
-
ხელნაწერით ტექსტის შეტანა ზოგიერთ კლავიატურაზე არ შეიძლება.
-
-
შეხება
კლავიატურით აკრეფის ტრადიციული ფორმა. Swype კლავიატურაზე შეხებით აკრეფა უფრო მარტივი და ეფექტური გახდა რამდენიმე დამხმარე მახასიათებლის წყალობით:
შეიტყვეთ მეტი-
დაუდევრად აკრეფილის შესწორება
ყველა ასოს ზუსტად აკრეფა საჭირო არ არის. უბრალოდ დაწერეთ როგორც შეგიძლიათ და Swype გონივრულად შემოგთავაზებთ შესწორებულ სიტყვას.
-
სიტყვის დასრულება
Swype-ს ასევე შეუძლია გამოიცნობს რა სიტყვის აკრეფას აპირებთ სულ რამოდენიმე ასოს აკრეფის შემდეგ.
-
-
ენები
ენების შეცვლა კლავიატურიდან: ხანგრძლივად დააჭირეთ ინტერვალის კლავიშს. ჩამოშლილი მენიუდან აირჩიეთ სასურველი ენა.
შეიტყვეთ მეტი-
შეცვალეთ აქტიური ენები
ინტერვალის კლავიშიდან შესაძლო ენების შესაცვლელად:
- ხანგრძლივად დააჭირეთ ღილაკს
.
- Swype პარამეტრების მენიუდან აირჩიეთ ენის პარამეტრები
- მონიშნეთ ან მოხსენით მონიშვნა სასურველი ენებისთვის
- ხანგრძლივად დააჭირეთ ღილაკს
-
-
Swype connect
Swype Connect საშუალებას გვაძლევს პირდაპირ თქვენს აპარატზე მოგაწოდოთ განახლებები და სხვა მძლავრი საშუალებები! რამდენადაც Swype Connect იყენებს 3G-ს, ყოველთვის გირჩევთ იპოვნოთ WiFi კავშირები.
შეიტყვეთ მეტი-
ენების ჩამოტვირთვა
Swype-ში ახალი ენების დამატება ადვილია:
- ხანგრძლივად დააჭირეთ
-ს და შეარჩიეთ ენის პარამეტრები.
- ენის პარამეტრების მენიუდან შეარჩიეთ ენის ჩატვირთვა.
- დააწკაპუნეთ სასურველ ენაზე და ჩატვირთა ავტომატურად დაიწყება.
- ხანგრძლივად დააჭირეთ
-
Swype Connect არ არის ხელმისაწვდომი ყველა კლავიატურაზე.
-
-
მეტი დახმარება
Swype-ის გამოყენების თაობაზე დამატებითი დახმარების მისაღებად, გაეცანით Swype-ის მომხმარებლის სახელმძღვანელოს, Swype-ის მითიებებსა და ვიდეოებს საიტზე www.swype.com, ან გადახედეთ Swype-ის ფორუმს ინტერნეტში forum.swype.com.